მოგესალმებით. გმადლობთ ჩემს ბლოგზე შემოსვლისათვის. შეგახსენებთ, რომ ბლოგზე დადებულია მთელი სასკოლო ფიზიკის მასალა და ამიტომ ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ახლახანს დადებულ პოსტებს, არამედ ძველებსაც.
ასევე პოსტის კითხვისას გაითვალისწინეთ, რომ თუ რაიმე სიდიდეს ფრჩხილებში უწერია 2 ან რაიმე სხვა რიცხვი, ეს იმას ნიშნავს, რომ აღებულია ამ სიდიდის კვადრატი, ან კუბი, ან მეოთხე ხარისხი და ა.შ. მაგალითად V(2) იგივეა, რაც V აყვანილი კვადრატში. გისურვებთ წარმატებებს!!!

ბლოგის შემქმნელი და მმართველი
გიორგი კობაიძე

Wednesday, December 29, 2010

ჰორიზონტალურად გასროლილი სხეულის მოძრაობა

 მოგესალმებით კიდევ ერთხელ და გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ასევე შეგახსენებთ, რომ ეს 2010 წლის უკანასკნელი პოსტია, რადგან სულ რაღაც 2 დღეში 2011 წელი დაიწყება.

 დავუბრუნდეთ ჩვენს საქმიანობას. როგორც სათაურიდან ჩანს, ახლა განვიხილავთ ჰორიზონტალურად გასროლილი სხეულის მოძრაობას. ვთქვათ, სხეული, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან მოთავსებულია h სიმაღლეზე, გასროლილია ჰორიზონტალურად V0 საწყისი სიჩქარით. ათვლის საწყის წერტილად მივიჩნიოთ დედამიწის ის წერტილი, რომლისათვის h=0. X ღერძი მივმართოთ გასროლის მიმართულებით, Y ღერძი კი ვერტიკალურად ზევით (ნახ. 10)
 რადგანაც სხეულზე მოქმედებს მხოლოდ სიმძიმის ძალა, ამიტომ სხეულის აჩქარება სიდიდით ტოლი იქნება g-სი და მიმართულია ვერტიკალურად ქვემოთ.
 დავწეროთ სხეულის X და Y კოორდინატების დროსთან დამოკიდებულების ზოგადი ფორმულები:

X=X0+V0xt+gxt(2)/2

Y=Y0+V0yt+gyt(2)/2 

 სადაც V0x,  V0y,  gდა gy არის V0 და g ვექტორების პროექცია შესაბამისად OX და OY ღერძებზე, აღებულ შემთხვევაში X0=0, V0x=|V0|, gx=0, Y0=h, V0y=0 და gy=-|g|, ამიტომ X და Y კოორდინატებისათვის ვღებულობთ: 

X=|V0|*t

Y=h-|g|t(2)/2

როდესაც სხეული დაეცემა დედამიწაზე, მაშინ Y კოორდინატი ტოლი იქნება ნულისა, ხოლო ამ მომენტისათვის X კოორდინატის მნიშბნელობა გვაძლევს სხეულის ფრენის L სიშორეს (X=L). თუ მხედველობაში მივიღებთ ამ გარემოებას ფრენის t დროისა და შესაბამისი L სიშორისათვის, მივიღებთ 

t(2)=2h/g ,    L=|V0|*t

თუ X და Y კოორდინატების განმსაზღვრელი ფორმულებიდან გამოვრიცხავთ დროს, მივიღებთ სხეულის მოძრაობის ტრაექტორიის განტოლებას:
Y=h-|g|X(2) / 2|V0|(2)
(უმჯობესია ეს ფორმულები ცალკე ამოიწეროთ ნორმალურად, რადგან აქ მეც ვერაფერს ვიგებ...)
 ამგვარად, სხეულის ტრაექტორია არის იმ პარაბოლას ნარჯვენა შტო, რომლის სათავე მოთავსებულია გასროლის წერტილში კოორდინატებით X=0, Y=Y0=h.

 სულ ეს იყო კუთხით გასროლილი სხეულის და ჰორიზონტალურად გასროლილი სხეულის მოძრაობა. ეს 2010 წლის ბოლო პოსტია. ცრემლები საჭირო არაა ;( კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს მხოლოდ იმ ხალხს ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს :D ეს რათქმაუნდა ხუმრობით. გისურვებთ n რაოდენობის წარმატებებს 2011 წელს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში :)) გემშვიდობებით 2011 წლამდე. მომავალ შეხვედრამდე!!!!!!!!!!!! ;) 


No comments:

Post a Comment