მოგესალმებით. გმადლობთ ჩემს ბლოგზე შემოსვლისათვის. შეგახსენებთ, რომ ბლოგზე დადებულია მთელი სასკოლო ფიზიკის მასალა და ამიტომ ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ახლახანს დადებულ პოსტებს, არამედ ძველებსაც.
ასევე პოსტის კითხვისას გაითვალისწინეთ, რომ თუ რაიმე სიდიდეს ფრჩხილებში უწერია 2 ან რაიმე სხვა რიცხვი, ეს იმას ნიშნავს, რომ აღებულია ამ სიდიდის კვადრატი, ან კუბი, ან მეოთხე ხარისხი და ა.შ. მაგალითად V(2) იგივეა, რაც V აყვანილი კვადრატში. გისურვებთ წარმატებებს!!!

ბლოგის შემქმნელი და მმართველი
გიორგი კობაიძე

Tuesday, December 7, 2010

მექანიკა. თანაბარი და არათანაბარი მოძრაობა (შეჯამება)

აქ მოცემულია ყველა ის წესი და ფორმულა, რაც აუცილებელია მექანიკის კარგად ასათვისებლად, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამ თემაზე ზედაპირული წარმოდგენა მაინც რომ შეიქმნათ, ყველა ეს წესი და ფორმულა უნდა იცოდეთ ზეპირად. ამიტომ ყველაფერს წითლად დავწერ. :) ასევე ყურადღება მიაქციეთ და ისწავლეთ ხაზგასმული ტერმინები.

1. მექანიკის იმ ნაწილს, რომელიც შეისწავლის სხეულების მოძრაობას გამომწვევი მიზეზებისგან დამოუკიდებლად, კინემატიკა ეწოდება.

2. მატერიალური წერტილი ეწოდება ისეთ სხეულს, რომლის ზომა შეიძლება უგულებელვყოთ მოძრაობის მოცემულ პირობებში.


3. სხეულის ან წერტილის მდებარეობა შეიძლება მოცემული იყოს რომელიღაც სხვა სხეულის მიმართ, რომელსაც ათვლის სხეულს უწოდებენ.

4. სხეულის გადაადგილება ეწოდება მონაკვეთს, რომელიც სხეულის საწყის მდებარეობას მის საბოლოო მდებარეობასთან აერთებს.


5. წირს, რომლის გასწვრივაც მოძრაობს სხეული, სხეულის მოძრაობის ტრაექტორია ეწოდება.

6. წრფივი მოძრაობის შემთხვევაში გადაადგილება განვლილი მანძილის ტოლია.


7. თანაბარი (წრფივი) მოძრაობა ეწოდება ისეთ მოძრაობას, როცა სხეული დროის ნებისმიერ ტოლ შუალედში ერთნაირ გადაადგილებებს ასრულებს.

8. სხეულის წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე ეწოდება ვექტორულ სიდიდეს, რომელიც ტოლია სხეულის იმ გადაადგილების შეფარდებას დროის იმ შუალედთან, რომლის განმავლობაშიც ეს გადაადგილება მოხდა. 
V=S/t
სადაც V-სიჩქარეა, S-განვლილი მანძილი, t-დრო.

9. მოძრაობას, რომლის სიჩქარე დროის განმავლობაში იცვლება, არათანაბარი მოძრაობა ეწოდება.

10. არათანაბარი მოძრაობის საშუალო სიჩქარე გვიჩვენებს, რას უდრის გადაადგილება, რომელსაც სხეული საშუალოდ დროის ერთეულში ასრულებს.

11. სიჩქარეს, რომელიც სხეულს აქვს დროის მოცემულ მომენტში და ტრაექტორიის მოცემულ წერტილში, მყისი სიჩქარე ეწოდება.

12. ისეთ მოძრაობას, რომლის სიჩქარე დროის ნებისმიერ ტოლ შუალედებში ერთნაირად იზრდება, თანაბარაჩქარებული მოძრაობა ეწოდება.

13. მოძრავი სხეულის აჩქარება ეწოდება სიდიდეს, რომელიც ტოლია სხეულის სიჩქარის ცვლილების ფარდობისა დროის იმ შუალედთან, რომლის განმავლობაშიც ეს ცვლილება მოხდა.
a=(V-V')/t
სადაც V'-საწყისი სიჩქარეა, V-საბოლოო სიჩქარე დროის t შუალედის შემდეგ.

14. თანაბარაჩქარებული მოძრაობის სიჩქარე გამოითვლება ფორმულით:
V=V'+at
სადაც V'-საწყისი სიჩქარეა, V-საბოლოო სიჩქარე დროის t შუალედის შემდეგ, a-აჩქარება.

ხოლო გადაადგილება გამოითვლება ფორმულით: S=V't+at(2)/2 (!!!) როცა ფრჩხილებში მიწერია 2, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა ვიგულისხმოთ კვადრატი, მაგალითად: at(2)-at აყვანილი კვადრატში.

15. თანაბარაჩქარებული მოძრაობის საშუალო სიჩქარე უდრის საწყის და საბოლოო სიჩქარეთა ჯამის ნახევარს.
V=(V+V')/2
16. რაც მეტია სიჩქარის ცვლილება დროის ერთეულში, მით მეტია აჩქარება და პირიქით, რაც ნაკლებია სიჩქარის ცვლილება დროის ერთეულში, მით ნაკლებია აჩქარება.
სიჩქარე იზომება მ/წმ-ობით, აჩქარება მ/წმ(2)-ით.

17. თუ მოძრაობის სიჩქარე იზრდება, მაშინ აჩქარება დადებითია (a>0), ეს ნიშნავს, რომ სიჩქარისა და აჩქარების ვექტორები ერთსა და იმავე მხარესაა მიმართული. ხოლო თუ სიჩქარე მცირდება, აჩქარება უარყოფითია (a<0) და სიჩქარისა და აჩქარების ვექტორები ერთმანეთის საწინააღმდეგოდაა მიმართული.
როცა a>0,             V=V'+at,              S=V't+at(2)/2
როცა a<0,             V=V'-|a|t,             S=V't-|a|t(2)/2

18. თანაბარი მოძრაობისას სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი არის დროთა ღერძის პარალელური წრფე.








19.  თანაბარი მოძრაობისას გავლილი მანძილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი








20. არათანაბარი მოძრაობისას აჩქარების დროზე დამოკიდებულების გრაფიკი არის დროთა ღერძის პარალელური წრფე 

















სულ ეს იყო. კარგად ისწავლეთ ყველაფერი და ამის შემდეგ დავდებ ყველა ფორმულას. :)))

17 comments:

  1. ძალიან დიდი მადლობა

    ReplyDelete
  2. :3 მადლობა

    ReplyDelete
  3. მაგრად გამომადგა დიდი მადლობა:)

    ReplyDelete
  4. ლპინისტმა მთაზე ასვლისას 2.5კმ გაიარა 2კმ\სთ სიჩქარით.ჩამოსვლისას მისი სიჩქარე იყო 6კმ\სთ.ალპინისტის საშუალო სიჩქარეა amomixsenit

    ReplyDelete
  5. მარიამ ედელაშვილიMay 14, 2015 at 8:50 AM

    3მ. სიმაღლის შვეულ კლდიდან ზღვისკენ გატყორცნილი ქვა წყალშ კლდიდან 4მ. მანძილზე დაეცა, რა ინქება ქვის გადაადგილების მოდული??????

    ReplyDelete
  6. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  7. ვერ წარმოიდგენ რა ჯიგარი ხარ 😍😍

    ReplyDelete
  8. ვერ წარმოიდგენ რა ჯიგარი ხარ 😍😍

    ReplyDelete
  9. აუ რაღაც ვერ ვიპოვე და ხო ვერ მეტყვიტ მოძრაობა რას ეწოდება???

    ReplyDelete
  10. ესაა დახმარება თან თუ რეპეტიტორთან ვერ ახერხებ სიარულს მადლობაააა

    ReplyDelete
  11. გამარჯობა. თქვენი დახმარება მჭირდება,თუ ეს შესაძლებელია. 40კგ ლოგინი უნდა გადაადგილდეს 10მ მქონე სწორ ზედაპირზე. საწყისი სიჩქარეა 1მ/წმ, საბოლოო 3მ/წმ . უნდა გამოვთვალოთ:
    1. სიჩქარე
    2.აჩქარება
    3.გადაადგილება
    პირობა ვთარგმნე იტ-დან , შესაძლებელია რამე უზუსტობა იყოს. პატივისცემით გიხდით მადლობას.m=40კგ /მანდ ვერ გავქაჩე/

    ReplyDelete