კოორდინატი დადებითია, თუ იგი აითვლება სათავიდან კოორდინატთა ღერძის მიმართულებით, საწინააღმდეგო მიმართულებით ათვლილი კოორდინატი უარყოფითია. მაგალითად, ნახ. 1-ზე A წერტილის კოორდინატი დადებითია და X=a, B-ს კოორდინატი უარყოფითია და X=-b (a და b არის O წერტილიდან დაშორება შესაბამისად A და B წერტილებისთვის).
სიბრტყეზე სხეულის მდებარეობის ცალსახად განსაზღვრისათვის საჭიროა, ავიღოთ ბრტყელი კოორდინატთა სისტემა-ურთიერთმართობული OX და OY ღერძები, რომელშიც ათვლის სათავედ მიღებულია ღერძთა გადაკვეთის O წერტილი.
ამგვარად, სიბრტყეზე სხეულის მდებარეობა განისაზღვრება ორი სათანადო ნიშნის X და Y კოორდინატით. ზოგადად ათვლის სისტემა არის მატერიალური სისტემა, რომლის მიმართაც ხდება სხეულის მდებარეობისა და შესაბამისი დროის მომენტის განსაზღვრა.
სულ ეს იყო. ეი, შენ, ვგრძნობ რომ უკმაყოფილო სახე გაქვს... ვერ გაიგე რამე? ჩემზე ხომ არ ხარ გაბრაზებული რთული ენით რომ ავხსენი? კარგი ახლა ისე აგიხსნი, რომ აბსოლუტურად ყველაფერს მიხვდები და ყველაფერი დღესავით ნათელი გახდება :) არ გახვიდე ბლოგიდან ;)
წარმოიდგინე, რომ მიდიხარ ქუჩაში და ხედავ, როგორ გიახლოვდება უახლოესი განათების ბოძი. შენ ფიქრობ: ”როგორ? როგორ მოძრაობს ეს ბოძი?” მერე კი მიხვდები, რომ რა სისულელეებზე გიფიქრია, მაგრამ, შენ წარმოიდგინე, ეს სისულელე ნამდვილად არაა. შენ ათვლის სისტემად საკუთარი თავი განიხილე. შენს მიმართ კი უძრავი ბოძი მოძრავია...
ზიხარ გაჩერებულ მატარებელში და ხედავ პარალელურად მდებარე მეორე მატარებელს, რომელიც ასევე გაჩერებულია. ის მატარებელი დაიძრა და შენ წამიერად გეგონა, რომ შენი მატარებელი დაიძრა, რატომ? ამ კითხვაზე შენ თვითონ უპასუხე და საერთოდ ყველაფერს მე ხომ არ დავწერ, ზოგი რამე შენც მიხვდი რა! ეს ნამდვილად არ არის რთული თემა კარგად იფიქრე ამაზე და ყველაფერს მიხვდები.
ახლა კი დავწერ იმ თეორიულ ამოცანებს, რაზეც უნდა გასცე პასუხი:
1. მოტოციკლი და ავტობუსი მოძრაობს ერთნაირი მიმართულებით, ავტობუსის სიჩქარეა V'=60 კმ/სთ, მოტოციკლის-V''=80 კმ/სთ. გამოთვალეთ ფარდობითი V სიჩქარე ამ ორ ტრანსპორტს შორის.
2. ორი მატარებელი მოძრაობს ერთი მიმართულებით. ორივეს სიჩქარეა V=150 კმ/სთ. გამოთვალეთ ფარდობითი სიჩქარე.
3. სწრაფმავალი მატარებლის მგზავრმა, რომელიც იჯდა ბოლო ვაგონში, შეამჩნია, რომ შემხვედრი მატარებლის სიჩქარე საგრძნობლად, წამიერად დაეცა, როგორც კი ამ უკანასკნელის ბოლო ვაგონი გასცდა პიველი მატარებლის ბოლოს. რატომ?
4. როგორი ხარ ამ მომენტში დედამიწის მიმართ? მზის მიმართ? მთვარის მიმართ? საკუთარი თავის მიმართ?
5. იმედია, ფეხბურთი გიყვარს. თუ ასეა, გეცოდინება, რომ გამოცდილი მეკარე ძლიერი დარტყმულის აღებისას ხელებს ოდნავ უკან სწევს. რატომ?
ესეც ასე. იცოდე, აუცილებლად იფიქრე ამ 5 ამოცანაზე, ადვილია ძალიან. შემდეგ პოსტსაც ძალიან მალე დავდებ ;) მომავალ შეხვედრამდე :)
ამოცანის პასუხებს არ დაწერთ ? როგორ გავიგო სწორად ამოვხსენი თუ არა ?
ReplyDeleteათვლის სხეული ეწოდება სხეულს
Delete5 ამოცანა ვერ მივხვდი
ReplyDeleteMama
ReplyDeleteMama
ReplyDeleteკარგი
ReplyDelete