მოგესალმებით. გმადლობთ ჩემს ბლოგზე შემოსვლისათვის. შეგახსენებთ, რომ ბლოგზე დადებულია მთელი სასკოლო ფიზიკის მასალა და ამიტომ ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ახლახანს დადებულ პოსტებს, არამედ ძველებსაც.
ასევე პოსტის კითხვისას გაითვალისწინეთ, რომ თუ რაიმე სიდიდეს ფრჩხილებში უწერია 2 ან რაიმე სხვა რიცხვი, ეს იმას ნიშნავს, რომ აღებულია ამ სიდიდის კვადრატი, ან კუბი, ან მეოთხე ხარისხი და ა.შ. მაგალითად V(2) იგივეა, რაც V აყვანილი კვადრატში. გისურვებთ წარმატებებს!!!

ბლოგის შემქმნელი და მმართველი
გიორგი კობაიძე

Monday, April 25, 2011

დამუხტული სხეული, სხეულთა დაელექტროება

ამ პოსტში გაგაცნობთ ზოგადად, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სხეულთა დაელექტროება.


ელექტრულად დამუხტული ნაწილაკები ყველა სხეულის შედგენილობაში შედის. ატომთა შემადგენელ ნაწილებს-ბირთვებსა და ელექტრონებს-ელექტრული მუხტი გააჩნიათ. სხეულებს შორის ელექტრომაგნიტური ძალების მოქმედება უშუალოდ არ მჟღავნდება, რადგან ჩვეულებრივ მდგომარეობაში სხეულები ელექტრულად ნეიტრალურია. ყოველი ნივთიერების ატომი ნეიტრალურია, რადგან ელექტრონთა რიცხვი გარსში ტოლია პროტონების რიცხვისა ბირთვში. დადებითად და უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები ერთმანეთთან დაკავშირებულია ელექტრული ძალებით და ქმნიან ნეიტრალურ სისტემებს.

როგორც უკვე ვთქვით, ელექტრონები დამუხტულია უარყოფითად, ხოლო პროტონები-დადებითად, სწორედ ამიტომ, სხეულის უარყოფითი მუხტი განპირობებულია ელექტრონთა სიჭარბით პროტონებთან შედარებით, დადებითი კი-ელექტრონთა დანაკლისით.

ცდით დამტკიცებულია, რომ ხახუნით დაელექტროების დროს ორივე სხეული ნიშნით საპირისპირო და მოდულით ტოლ მუხტებს ღებულობს. ამ თვისებას შემდგომში შედარებით დაწვრილებით შევისწავლით და ამოცანებშიც გამოვიყენებთ.

გაინტერესებთ, როგორ ხდება სხეულების დაელექტროება?
სხეულთა დაელექტროების დროს მნიშვნელოვანია მჭიდრო კონტაქტი მათ შორის.

2 comments:

  1. კარგია, რომ განიხილავთ ფიზიკურ მოვლენებს, მაგრამ საჭიროა მათი უფრო სიღრმისეული განხილვა, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა ვმართოთ ეს მოვლენები და გამოვიყენოთ ისინი ჩვენს სასარგებლოდ. ნებისმიერი ცოდნს ხომ აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა ამ ცოდნის გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ ა არის შესაძლებელი. ავიღოთ თუნდაც დაელექტროების თემა. დაელექტროება შესაძლებელია ე.წ. "გავლენის" გამოყენებით ანუ როდესაც არ ხდება მუხტების გადანაწილება დამუხტული სხეულის უშუალო შეხების მეშვეობით და ამდენად დამუხტული სხეული არ კარგავს თავის მუხტს როდესაც მუხტავს სხვა სხეულს.... მუხტს გააჩნია ელექტრული ველის პოტენციური ენერგია, ანუ თუ გვაქვს მუხტი გვაქვს ენერგია... ეს არის ჩემი მინიშნება ძალიან მნიშვნელოვან შესაძლო შედეგზე, რომელიც შესაძლებელია აქედან მივიღოთ, ი ფ ი ქ რ ე თ ...

    ReplyDelete
  2. კარგია, რომ განიხილავთ ფიზიკურ მოვლენებს, მაგრამ საჭიროა მათი უფრო სიღრმისეული განხილვა, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა ვმართოთ ეს მოვლენები და გამოვიყენოთ ისინი ჩვენს სასარგებლოდ. ნებისმიერი ცოდნს ხომ აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა ამ ცოდნის გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ ა არის შესაძლებელი. ავიღოთ თუნდაც დაელექტროების თემა. დაელექტროება შესაძლებელია ე.წ. "გავლენის" გამოყენებით ანუ როდესაც არ ხდება მუხტების გადანაწილება დამუხტული სხეულის უშუალო შეხების მეშვეობით და ამდენად დამუხტული სხეული არ კარგავს თავის მუხტს როდესაც მუხტავს სხვა სხეულს.... მუხტს გააჩნია ელექტრული ველის პოტენციური ენერგია, ანუ თუ გვაქვს მუხტი გვაქვს ენერგია... ეს არის ჩემი მინიშნება ძალიან მნიშვნელოვან შესაძლო შედეგზე, რომელიც შესაძლებელია აქედან მივიღოთ, ი ფ ი ქ რ ე თ ...

    ReplyDelete