მოგესალმებით. გმადლობთ ჩემს ბლოგზე შემოსვლისათვის. შეგახსენებთ, რომ ბლოგზე დადებულია მთელი სასკოლო ფიზიკის მასალა და ამიტომ ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ახლახანს დადებულ პოსტებს, არამედ ძველებსაც.
ასევე პოსტის კითხვისას გაითვალისწინეთ, რომ თუ რაიმე სიდიდეს ფრჩხილებში უწერია 2 ან რაიმე სხვა რიცხვი, ეს იმას ნიშნავს, რომ აღებულია ამ სიდიდის კვადრატი, ან კუბი, ან მეოთხე ხარისხი და ა.შ. მაგალითად V(2) იგივეა, რაც V აყვანილი კვადრატში. გისურვებთ წარმატებებს!!!

ბლოგის შემქმნელი და მმართველი
გიორგი კობაიძე

Saturday, April 30, 2011

ელექტრული ველის დაძაბულობა; წერტილოვანი მუხტის ველის დაძაბულობა; ველის სუპერპოზიციის პრინციპი

თუ ველის მოცემულ წერტილში შევიტანთ წერტილოვან დადებით q1, q2, q3... qn მუხტებს, აღმოჩნდება, რომ ველი მოქმედებს ამ მუხტების სიდიდის პროპორციული F1, F2, F3, ... Fn ძალებით, ამიტომ ველის მოცემულ წერტილში მოთავსებულ მუხტზე მოქმედი ძალის ფარდობა მუხტის სიდიდესთან იქნება მუდმივი სიდიდე, ე.ი. 

F1/q1=F2/q2=F3/q3=...=Fn/qn=const

ეს ფარდობა არ არის დამოკიდებული მუხტის სიდიდეზე და შეიძლება ჩავთვალოთ ელექტრული ველის მახასიათებელ სიდიდედ. ამ სიდიდეს ველის დაძაბულობა ეწოდება.

ელექტრული ველის დაძაბულობა ველის მოცემულ წერტილში არის სიდიდე, რომელიც ტოლია წერტილოვან დადებით მუხტზე მოქმედი ძალის შეფარდებას ამ მუხტის სიდიდესთან.

ველის დაძაბულობა აღინიშნება E ასოთი.

E=F/q

თუ q>0, მაშინ მუხტზე მოქმედი F ძალის ვექტორის მიმართულება ემთხვევა ამ წერტილში E დაძაბულობის ვექტორის მიმართულებას. თუ q<0, მაშინ F და E ვექტორებს საპირისპირო მიმართულება აქვთ.

განვიხილოთ ველების სუპერპოზიციის კანონი:
თუ სივრცის მოცემულ წერტილში ველს ქმნის რამდენიმე მუხტი, ველის დაძაბულობა ამ წერტილში ტოლია თითოეული მუხტის მიერ შექმნილი ველის დაძაბულობათა ვექტორების გეომეტრიული ჯამისა.

E=E1+E2+E3+...+En

სუპერპოზიციის პრინციპი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მუხტთა სისტემის ველის დაძაბულობა ველის მოცემულ წერტილში.

8 comments:

  1. tkven daweret rom F-isa da q-s fardoba ar aris damokidebuli q muxtze. ratom?

    ReplyDelete
  2. უკაცრავად, ამის დაწერა გამომრჩა, მაგრამ აგიხსნით. ეს თვითონ ფორმულიდან მტკიცდება. როგორც ვიცით, F=kq1q2/r(2). წერტილოვანი სასინჯი მუხტი აღვნიშნოთ q0-ით. (თუ რაიმე სიდიდეს გვერდზე რიცხვი უწერია, ე.ი. ეს არის უბრალოდ ინდექსი) მაშინ F=kq*q0/r(2)
    E=F/q0=kq*q0/q0r(2). აქ q0-ები შეიკვეცება და დაგვრჩება: F=kq/r(2).

    ReplyDelete
  3. kargi saiti gaqvs inpormacis mxriv. magram es yvelaferi wignshi weria da gacilebit kargad aris axsnili. Chemi rcheva iqneba rom, bevri tema shemoitano. mag: magnituri veli da masze yvelaferi (mag. velis induqcia, nakadi, marcxena marjvena xelis da a.s) xalxi rom daaintereso videoebi dade magnitur velze mag.rogor dadis matarebeli ise rom liandags ar exeba magnits rom acieben. kidev bevri ram... pasuxi Mail ze momwere . sandro_sandro42@yahoo.com

    ReplyDelete
  4. xo da kidev wigni: margvelashvili moishvelia informaciis mxriv bevri ram weria, atomuri pizikac.

    ReplyDelete
  5. xo moishvelia aba tviton xo ar shetxzavda :)) adamianebo kritikes meti araperi rogor ar icit?? cignshi ezereboda es inpormacia aba tviton xo ver moigonebda ??? dzalian gtxovt kritikas tavi daanebet imito ro es blogi me dzalian mexmareba :))

    ReplyDelete
  6. zalian didi xania aq agar shemovsulvar da vegarafers vaketeb. ratqmaunda vishvelieb aba jerjerobit rame agmochena ar maqvs rac wignebidan viswavle imas vwer tumca guli ar dagwydet tu rames agmovachen aucileblad davwer aq :))

    ReplyDelete
  7. jigari xar magrad damexmaree:**:D

    ReplyDelete